საქართველოს პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე ამ დროისათვის 857 000 განაცხადია შემოსული. მისივე თქმით, ამ განცხადებების დაკმაყოფილება დღეიდან, 2 სექტემბრიდან დაიწყო.

"რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა პირველ დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ", — ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, პირველ კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა.

ასევე წაიკითხეთ: