დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევის მიუხედავად, სკოლის გადადებაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

"ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, უნდა გამკაცრდეს მიდგომები უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს.