კაცი ამბობს, რომ თბილისში, ბარში ზედმეტი თანხის გადახდა მოთხოვეს, უარის შემდეგ კი დაცვის წევრებმა სცემეს
სოციალურ ქსელში ივიკო ფრუიძე წერს, რომ თბილისში, ერთ-ერთ ბარში მოსთხოვეს გადაეხადა იმ შეკვეთის თანხა, რომელიც არ მიუცია, უარის შემდეგ კი დაცვის წევრებმა და თანამშრომლებმა სცემეს. მისი თქმით, შემთხვევა პეკინზე, Skygirls bar-ში მოხდა.
"მოგვიტანეს სრულიად აბსურდული ანგარიში, ჩვენს მიერ შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ანგარიშში ოცდახუთი ეწერა. თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ.
თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ, რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის მეთქი. არაო, თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული", — წერს ის.
მისი თქმით, მიხვდნენ, რომ ბარი თაღლითური სქემით მუშაობდა და უცხო ქალმა, რომელიც იმ დღეს გაიცნეს, მათ ნაცვლად მისცა შეკვეთა, რაც გააპროტესტეს და კამერების ამოღება მოითხოვეს, რის შემდეგაც ის დაცვამ გარეთ გაიყვანა და ჰკითხა რა იყო უკმაყოფილების მიზეზი. მისივე თქმით, ამ დროს მისმა თანმხლებმა პირმა ანგარიში გადაიხადა, დაცვამ კი მას უთხრა, რომ მეგობარი ბარში ეძახდა, თუმცა ბარში შებრუნებული ალყაში მოაქციეს და სცემეს.
"წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს", — წერს ის.
დაზარალებული ამბობს, რომ ბარიდან ნაცემი გამოვიდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ მოსვლამდე შელაპარაკება მოუვიდა დაცვის წევრთან და ისევ სცემეს.
"მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან — არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გადარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.
დაცვის 5 წევრიდან და ერთი ბარის პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა)", — აცხადებს ის.
დაზარალებული ამბობს, რომ ამოღებულია კამერები, იდენტიფიცირებულია, რომ 6 თავდამსხმელი იყო. მისივე თქმით, მიიღო მრავალჯერადი დაზიანებები.
"ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა. ვარ დაჟეჟილობით სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს", — აცხადებს ის.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ასევე, ვცდილობთ დავუკავშირდეთ ბარის წარმომადგენლებს, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბარებში თაღლითურ სქემებზე საუბრობენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ იმავე მიზეზით ბარის სტუმრებს სცემეს.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები