ამერიკის საარჩევნო კოლეგიამ დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია. საბოლოო კენჭისყრა 19 დეკემბერს შედგა, რომელზეც რესპუბლიკელმა პრეზიდენტად არჩეულმა 304 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა - 227.

გუშინდელი კენჭისყრა ფორმალური ქმედება იყო, რომელიც ტრამპის გამარჯვებას საბოლოოდ გამოაცხადებდა.

BBC-ის ცნობით, კოლეგიის კენჭისყრის შემდეგ, ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკის გასაერთიანებლად ბევრს იმუშავებს და ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

კენჭისყრამდე კოლეგიის წარმომადგენლებს უამრავი ადამიანი მოუწოდებდა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დაეკანონებინა, თუმცა კოლეგიიდან მხოლოდ ტეხასის წარმომადგენლებმა შეცვალეს პირველადი არჩევნები და ტრამპის წინააღმდეგ დააფიქსირეს ხმა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.