წალენჯიხის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის უთხრეს დაშავებულია 5 ადამიანი.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.