სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც მერიაში ამბობენ, გვარჯალაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ღამის ეკონომიკის სტრატეგია უკვე შეიმუშავა.

"მან შეასრულა ის სამუშაო, რომელიც ჰქონდა დავალებული. ეს გულისხმობს კვლევების ჩატარებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას", — აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.

მერიაში აცხადებენ, რომ სტრატეგიის წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად 2018 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.