19 დეკემბერს, ამერიკის საარჩევნო კოლეგია, ოფიციალურად მისცემს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატებს. კოლეგია დონალდ ტრამპს ამერიკის მომავალ პრეზიდენტად დაამტკიცებს. ტრამპი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

აშშ-ში პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრით არ აირჩევა, არამედ თითოეულ შტატში და ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში, მიღებული ხმების მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 50 შტატს კოლეგიაში წარმომადგენელი ყავს. საარჩევნო კოლეგია 538 წარმომადგენლისგან შედგება. კოლეგია შემდეგ ხმას აძლევს იმ კანდიდატს, რომელმაც მათ შტატში უმრავლესობა მოიპოვა.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა არჩევნებში მონაწილე მოსახლეობის ხმების მიხედვით 2.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა. თუმცა ტრამპმა უფრო მეტი საარჩევნო კოლეგიის ხმა დააგროვა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში მე-5 პრეზიდენტია, რომელმაც პირდაპირი კენჭისყრა წააგო, თუმცა არჩევნები საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, მოიგო.

საარჩევნო კოლეგიის ინსტიტუტის მიზანი დიდ და პატარა შტატებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.

ამავე თემაზე: