ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. სამხარაძემ On.ge-ს განუცხადა, რომ მაღაროელს ტრაქტორმა სამუშაო პროცესის დროს გადაუარა.

"წინა ორშაბათს მოხდა ეს სამწუხარო ამბავი, შუქრუთში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე", — ამბობს პაატა სამხარაძე. მისივე თქმით, გარდაცვლილი 46 წლის კობა ჩაფიძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.