კვირას, 30 აგვისტოს, MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება პირველი დიდი დაჯილდოება იყო, რომელიც აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო ინდუსტრიის შეჩერების შემდეგ გაეშვა. დაჯილდოების ჰიბრიდული პროგრამა მოიცავდა ვიდეოგამოსვლებსა და უმაყურებლო პერფორმანსებს და ის დიდწილად ვიდეოეფექტებსა და ვარსკვლავთა ენთუზიაზმს ეყრდნობოდა.

ლედი გაგამ MTV-ს დაჯილდოების ამ მეტად უჩვეულო წელს ხუთი ჯილდო მოიპოვა. მომღერალმა, რომელიც საღამოს 9 ნომინაციით ლიდერობდა, წლის არტისტის, წლის საუკეთესო სიმღერის, Rain on Me-ისთვის საუკეთესო კინემატოგრაფიისა და საუკეთესო კოლაბორაციის და Tricon-ის საზეიმო ჯილდო მოიპოვა, რომელიც ისეთ არტისტს გადაეცემა, რომელიც სამ ან მეტ სფეროშია წარმატებული.

დაჯილდოებაზე გამოსვლისას გაგამ მაყურებელს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა და, ამ მხრივ, თვითონაც ნამდვილად სამაგალითო იყო. შოუს განმავლობაში მუსიკოსი რამდენჯერმე გამოჩნდა და პირბადეების თავისი შთამბეჭდავი კოლექცია წარმოგვიდგინა. ეს პირბადეები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გაგასგანაა მოსალოდნელი — ქალისგან, რომელმაც ერთხელ ხორცეულობა მოდად აქცია.

მოდი, გაგას შესანიშნავი პირბადეები რეიტინგის მიხედვით დავალაგოთ, რადგან... რატომაც არა?

4. წლის არტისტის/TRICON Award-ის პირბადე

სავარაუდოდ Reynolds Wrap-ის მიერ დასპონსორებული ეს პირბადე გაგას ამ საღამოს კოლექციიდან აშკარად ყველაზე მიწიერია. ის ზომიერად გლამურულია — რაღაც ისეთი, რასაც აფთიაქში გამორჩეულად მოდურ შესეირნებაზე გაიკეთებდით. გაგას, როგორც ჩანს, ამ პირბადისადმი რაღაც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდა, რადგან კვირის ჩვენებაზე მან ის ორჯერ გაიკეთა: პირველად წლის არტისტის ჯილდოს მიღებისას, მეორედ კი — Tricon-ის პრიზისთვის.

3. საუკეთესო კოლაბორაციის პირბადე

ფოტო: MTV VMAs 2020

ამ გამოსვლაზე გაგას მთელი ვიზუალი Fox-ის The Masked Singer-ის გუნდის საუკეთესო ნამუშევარს ჰგავდა. ის ფარფატა და ფერადი იყო, პირბადის ფუტურისტულ ფორმებს კი შთამბეჭდავი ვარდისფერი ამშვენებდა — რაღაც ისეთს ჰგავდა, თითქოს სამშენებლო მასალებს კონკურსზე გამოსასვლელად მოდურად მოუყარესო თავი.

2. Rain On Me-ის შესრულების პირბადე

ფოტო: MTV VMA 2020

ირონიულია, მაგრამ რა პირბადეც გაგას Rain On Me-ის შესრულებისას ეკეთა, ალბათ, მის იმედად წვიმაში ყოფნა არ გენდომებოდათ. არიანა გრანდესთან თავისი ელექტრული დუეტისთვის გაგას ელექტრონული პირის მქონე პირბადე ეკეთა, რომელიც, როგორც ჩანს, ნოტებზე რეაგირებდა. ალბათ, ამით მას იმის დამტკიცება სურდა, რომ მართლა მღეროდა, რაც, პრინციპში, ისეთ აზრს ჰგავს, რომელიც გაგას გაუჩნდებოდა.

1. წლის სიმღერის პირბადე

როგორც იქნა, მტკიცებულება იმისა, რომ ლედი გაგა ევოლუციის შემდგომ საფეხურზეა: მას რქები აქვს. თავისი ახალი ეშვებით ის საზოგადოებრივ უთანასწორობასა და პატრიარქატს დაამხობს. ასეთია ჩვენი რქებიანი დედოფალი — ერთადერთ ცნობილ სახე, რომელსაც ყოველთვის ახსოვს, რომ MTV-ს დაჯილდოების მთავარი ასპექტი გართობა და ინდივიდუალურობაა.