ბენქსიმ ხმელთაშუა ზღვაში საფრთხის ქვეშ მყოფი ლტოლვილების გადასარჩენად სამაშველო გემი დააფინანსა.

გემი, რომლის სახელიცაა Louise Michel, ბრისტოლელი ქუჩის მხატვრის ნამუშევრებიდან მიღებული თანხით იყიდეს. გემის Twitter-ის ანგარიშის ცნობით, მან რამდენიმე სამაშველო მისია უკვე განახორციელა და სამშაბათს, 25 აგვისტოს, გასაბერი ნავიდან გემბანზე 89 ადამიანი აიყვანა.

გემზე გამოსახულია პატარა გოგონა, რომელიც გულის ფორმის სამაშველო რგოლს ეჭიდება.

ფოტო: Santi Palacios

ბენქსიმ საფრანგეთის ფლოტის ყოფილი გემი დამახასიათებელ თეთრსა და ვარდისფერში წინა კვირაში გადაღება და ზღვაში გაუშვა.

Louise Michel-ს სახელი მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტის პატივსაცემად ეწოდა. გემს პროფესიონალი ეკიპაჟი უძღვება "ბრტყელი იერარქიითა და ვეგანური დიეტით".

გემის მისაა "დაიცვას საზღვაო კანონი და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გადაარჩინოს ყველა, ვინც განსაცდელშია".

"ჩვენ Louise Michel-ის გემბანზე გვწამს, რომ ყველანი ინდივიდები ვართ და ეროვნებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმის განსაზღვრისას, თუ რა უფლებები გვაქვს და როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. SOS სიგნალს გასაჭირში მყოფი ყველა ადამიანისგან ვპასუხობთ. არა მხოლოდ მათი სულების გადასარჩენად, არამედ — ჩვენი საკუთარისაც", — წერია გემის ვებგვერდზე.

ფოტო: yahoo! news

გაეროს მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გადაჭრის მცდელობისას უკვე 443 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. დროის ამავე პერიოდში ევროპაში დაახლოებით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩააღწია.