ღმერთი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, არ არსებობს — ბასილ კობახიძე წესის აგებაზე
"ღმერთი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, არ არსებობს", — ასე ეხმიანება თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს წესს არ აუგებს.
მისი განცხადებით, სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და "კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან" არავითარი კავშირი არ აქვს.
"11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო. [...]
წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს. ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად", — წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) ამბობს, რომ თერჯოლაში დაღუპულ 11 წლის მოზარდს წესს ვერ აუგებენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ. მისი აზრით, ეს "ღვთის გმობაა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს დაღუპული ბავშვის ბებია და ამბობს, რომ ბავშვი მორწმუნე იყო და შეიძლება თავი არც მოუკლავს. ის იმედოვნებს, რომ საპატრიარქო გამონაკლისს დაუშვებს.
11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობით მამაა დაკავებული. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამამ ბავშვი ცემისას მოკლა და თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა.
წესის აგების საკითხი სასულიერო პირებმა პრობლემად აქციეს ლუკა სირაძის შემთხვევაში. ისინი ამბობდნენ, რომ გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს წესს ვერ აუგებდნენ, რადგან თვითმკვლელობის შემთხვევაში ამას რელიგიური წესი არ ითვალისწინებს. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ პატრიარქის კურთხებით ლუკა სირაძეს წესს აუგებდნენ.
On.ge ცდილობს საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირებას, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები