ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ "ლაურას" გააქტიურების შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა 10 ადამიანის სიცოცხლე ლუიზიანაში იმსხვერპლა, 4 კი ტეხასში.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლუიზიანასა და ტექსასში ჩასვლას გეგმავს, რათა ქარიშხლისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდეს.

BBC-ის ცნობით, ქარიშხალი ლაურას გავლენა ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა რამდენიმე შტატში ჯერ კიდევ ძლიერად წვიმს.