ნავალნის მოწამვლის გამო გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
გერმანიაში აცხადებენ, რომ მზად იქნება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გამო რუსეთს დიპლომატიური სანქციები დაუწესონ, თუ დარწმუნდებიან, რომ ამის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ისაუბრა და პარალელი ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან გაავლო.
"რაც შეეხება რუსეთის მზადყოფნას, რომ ნათელი მოჰფინოს ალექსეი ნავალნის საქმეს, ჩვენ ისევე ვიმოქმედებთ, როგორც ტირგარტენის პარკში მკვლელობისას", — აღნიშნა მაასკმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება საერთო ევროპული რეაქციის ფორმულირება. მან სკრიპალების მოწამვლის საქმე გაიხსენა, როცა დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 30-მდე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა.
"ეს არაა გერმანიის პრობლემა, თუმცაღა გერმანიამ ნავალნი მიიღო", — თქვა კანცლერმა.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ტომსკი-მოსკოვის რეისზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ავიალაინერში მასთან ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.
თავდაპირველად ნავალნი ომსკის კლინიკაში მოათავსეს, სადაც თქვეს, რომ მის ორგანიზმში რაიმე საეჭვო ნივთიერება ვერ იპოვეს.
22 აგვისტოს ნავალნი სპეცთვითმფრინავით რუსეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადასტურეს, რომ საქმე "შესაძლო" მოწამვლასთან იყო. დღემდე კლინიკის მახლობლად პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და 10-მდე სამართალდამცავი მორიგეობს, რომლებიც პერიმეტრზე 2-5 კაციანი ჯგუფით გადაადგილდებიან.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიება მოითხოვეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც შეუერთდა. გამოძიების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
რუსეთის დუმის კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ოპოზიციონერის მოწამვლაში საგარეო ჩარევა ეპოვათ. თვითონ რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ამტკიცებს, რომ ობიექტური გამოძიების მომხრეა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები