ალმოდოვარის ახალ ფილმში ტილდა სუინტონს დემნა გვასალიას შექმნილი კაბა აცვია
პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში, რომელშიც ოსკაროსანი მსახიობი ტილდა სუინტონი მთავარ როლს ასრულებს, მას ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოსტიუმი აცვია.
La Voz Humana (The Human Voice - ადამიანის ხმა) — ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი პროექტია. ფილმის საპრეზენტაციო პირველ კლიპში ჩანს, რომ სუინტონს ის კაბა აცვია, რომელიც ბალენსიაგას გასული წლის სექტემბერში გამოშვებულ კოლექციაში ვნახეთ.
იგივე მოდელი ეცვა ფიბი უოლერ ბრიჯს 2019 წლის ნოემბერში გამოსული Vogue-ის ფოტოსესიაში. კაბა დემნა გვასალიამ ბალენსიაგას გაზაფხული-ზაფხული 2020 წლის კოლექციაში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.
რაც შეეხება პედრო ალმოდოვარის ფილმს, მას მხოლოდ ორი პერსონაჟი ჰყავს — სუინტონი და ძაღლი. 70 წლის ესპანელი რეჟისორი კინოსურათს ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით იღებს.
ჟან კოტქტოს ამ ცნობილი პიესის სიუჟეტი თითქმის მთლიანად ქალის სატელეფონო საუბარზეა დაფუძნებული, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მისი დიდი ხნის საყვარელი სხვა ქალზე ქორწინდება.
ალმოდოვარს ამ პროექტზე მუშაობის დაწყება ჯერ კიდევ აპრილში უნდოდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა და მხოლოდ რამდენიმე თვის დაგვიანებით შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება.
ფილმის გადაღებების დაწყება პედროს ძმამ, აგუსტინ ალმოდოვარმა ფოტოთი დააანონსა, რომელშიც ვხედავთ, რომ გადაღებები შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
რაც მთავარია, ეს მისი ერთადერთი ინგლისურენოვანი ფილმი არ იქნება: ალმოდოვარმა ასევე დააანონსა, რომ ამერიკელი მწერლის, ლუსია ბერლინის მოთხრობების კრებულის A Manual for Cleaning Women მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს.
ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ამ ლეგენდარულ რეჟისორს თავის კიდევ ერთ ფილმში პენელოპე კრუსის გადაღება სურს, რაც მისი შემოქმედების მოყვარულებს მომავალში მრავალფეროვან სანახაობას ჰპირდება.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები