8 შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებთ სახლის დაგეგმარებისას
მნიშვნელობა არ აქვს, ახალ სახლში გადახვედით თუ თქვენს ბინაში აკეთებთ რემონტს — სახლის სივრცის ეფექტურად ათვისება და სწორად დაგეგმარება ფულის და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ამ პროცესში არაერთი ფაქტორია ყურადსაღები, თუმცა უმთავრესი მაინც მასშტაბების გათვალისწინებაა. მნიშვნელოვანია ავეჯის ზომის სწორად გათვლაც და ისიც, თუ რამდენად შეეფერება თქვენთვის სასურველი განლაგება თქვენივე ცხოვრების სტილს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 8 შეცდომას, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ სახლის დაგეგმარების დროს.
1. განლაგების შეუსაბამობა ცხოვრების სტილთან
თქვენი ცხოვრების სტილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სახლის დაგეგმარებისას უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუკი სტუმრებს მუდმივად მასპინძლობთ, სტუმრის საპირფარეშო არ უნდა იყოს განთავსებული ოჯახის სააბაზანოში ან მისაღები ოთახიდან შორს — თუნდაც, სხვა სართულზე. თუ გარე სივრცეზე წვდომა გაქვთ, დარწმუნდით, რომ მასში საცხოვრებელი ზონიდან გასვლა ადვილად შეგეძლებათ და არ დაგჭირდებათ ისეთი პირადი სივრცის გამოყენება, როგორიც საძინებელი, სამრეცხაო და სამუშაო ოთახებია.
2. ფორმა და ფუნქცია
შესაძლოა, ქაღალდზე ყველაფერი მშვენივრად გამოიყურებოდეს, თუმცა ბინაში გადასვლის შემდეგ დაშვებული შეცდომები გამოჩნდეს. მაგალითად, შემოსასვლელიდან შორს სამზარეულოს განთავსება იმას ნიშნავს, რომ ნაყიდი პროდუქტების მძიმე ჩანთების ტარება დიდ გზაზე მოგიწევთ. იმისათვის, რომ განლაგებისას დაშვებული შეცდომები გამორიცხოთ, სცადეთ, წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ყოველდღიური რუტინა ახალ სივრცეში. ამის შემდეგ კი ყველა მნიშვნელოვანი პოტენციური სირთულე მოინიშნეთ და გაითვალისწინეთ.
3. იმის არგათვალისწინება, თუ როგორ გამოიყენებთ სივრცეს
მაშინაც კი, თუ დაგეგმარებისას ფუნქციები მხედველობაში გაქვთ მიღებული, იმის არგათვალისწინება, თუ როგორ აპირებთ სივრცის გამოყენებას, უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება. მაგალითად, თუკი სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში გასასვლელი გზა სავარძელსა და ტელევიზორს შორის გადის, გადაცემების ყურებისას, დიდი ალბათობით, ხელი შეგეშლებათ.
4. სივრცის უხეირო განაწილება
დიდ სახლშიც კი ერთ სივრცეში სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაკარგვაც თვალშისაცემად ცვლის ყველაფერს. დერეფნები ამის თვალსაჩინო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომხიბვლელიცაა და საჭიროც, როგორც ფუნქციის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, სჯობს, მათ მიერ დაკვებული სივრცე მინიმუმამდე შეამციროთ. ამ გზით გამოთავისუფლებული სივრცე დიდად წაგადგებათ სასტუმრო ოთახში ან საძინებელში.
5. საწყობისთვის საკმარისი ადგილის უგულებელყოფა
ეს ფართოდ გავრცელებული შეცდომა ხშირად ძვირად უჯდებათ მობინადრეებს. საწყობისათვის არა მხოლოდ საკმარისი სივრცეა საჭირო, არამედ — მისი სწორად შერჩევაც. არცერთმა არქიტექტორმა თუ დამგეგმავმა თქვენზე უკეთ არ იცის, რისი შენახვა დაგჭირდებათ საწყობში. საწყობის ტიპები კი კვლავაც ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. შესაძლოა, შესასვლელში გჭირდებოდეთ ველოსიპედის დაყენება ან სასტუმრო ოთახში გსურდეთ ბავშვების სათამაშოების შენახვა. ამდენად, ეს ნაწილი დაგეგმარებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, ამ პროცესში ჩართული იყოთ. სწორად დაგეგმილი და შერჩეული საწყობი ფასდაუდებელია, რადგან მისი დახმარებით თავიდან აირიდებთ უწესრიგობას, შექმნით მეტად ორგანიზებულ, მშვიდ და უსაფრთხო სივრცეს.
6. ავეჯზე ფიქრის გადადება
ავეჯისათვის სწორი ადგილისა და პოზიციის შერჩევა ნებისმიერი მოცულობის ბინაში დიდ სირთულედ შეიძლება იქცეს. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ღია სივრცეში ავეჯის განთავსება უფრო რთულია — გახსოვდეთ, რომ ნაკლები კედელი ნიშნავს ავეჯის მისადგმელად და ნახატის ჩამოსაკიდებლად ნაკლებ სივრცეს. ამდენად, შეცდომების და იმედგაცრუების თავიდან ასარიდებლად, დაგეგმარების პროცესის საწყის ეტაპზევე გაითვალისწინეთ ავეჯი და გადაიტანეთ თქვენი ჩანაფიქრი ნახაზზეც.
7. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები
სწორი და შესაფერისი დაგეგმარება ყურადღებიან და წინდახედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თითოეული სივრცე განსხვავებულია და მასში ის ნიუანსებია გასათვალისწინებელი, რომლის შემჩნევაც, როგორც წესი, მხოლოდ გამოცდილ თვალს შეუძლია. საჭირო და ჭკვიანური რჩევების მიღებაც მხოლოდ პროფესიონალისგანაა შესაძლებელი. მშენებლის აყვანა მანამდე, სანამ გაერკვევით, რა გსურთ, გარანტირებულ უბედურებას გიქადით თქვენც და თქვენს ბიუჯეტსაც. თუ თავს დაბნეულად გრძნობთ, არქიტექტორის დაქირავებას უფრთხით ან გსურთ, ხელმომჭირნედ წარმართოთ პროცესი, სცადეთ სხვა საშუალება — მაგალითად, ონლაინ გაესაუბრეთ დამგეგმავს, რომელიც ამ ფორმატით მომსახურებისას შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს.
8. არსებული ინფრასტრუქტურის უგულებელყოფა
ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, როგორიცაა საკანალიზაციო მილები და საყრდენი და საკვამურის კედლები, ხშირად მხედველობის მიღმა რჩება. შეიძლება, ოთახების გადაადგილება ადვილი გეგონოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, სააბაზანოს სხვა ისეთ ადგილას გადატანა, სადაც საკანალიზაციო მილი არ არის, დამატებითი ხარჯია და სამომავლოდ პრობლემებს შექმნის. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, გულდასმით შეისწავლოთ თქვენი გარემო და, როცა შესაძლებელია, თავიდან აიცილოთ დროის და ენერგიის ხარჯვა დაგეგმარების იმ ცვლილებაზე, რომელიც აუცილებელი სულაც არ არის.
როცა დაგეგმარების პროცესს მორჩებით, სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
კომენტარები