პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკა აღინიშნება.

"განმეორებით ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ რთული გზა გამოჯანმრთელებამდე", — განაცხადა რატიანმა.

23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.