Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Forbes-ის ცნობით, იგი მსოფლიოში პირველი ადამიანია, ვინც 200 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

CNN წერს, რომ ბეზოსის ქონებას იანვრის შემდეგ 87 მილიარდი დოლარი დაემატა, ეს კი Amazon-ის აქციების ფასების ზრდითაც გამომდინარეობდა. გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში, 25%-ით, წლის განმავლობაში კი 86%-ით მოიმატა.

ფოტო: Bloomberg

ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის თქმით, პანდემიის პირობებში, ბეზოსის ქონების 200 მილიარდამდე ზრდა "მორალურად გროტესკულია".

ჯეფ ბეზოსი 2017 წლიდან პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. მას ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი მოსდევენ.