თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული. ერთ მათგანს ბრალად განზრახ მკვლელობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

გამოძიების მტკიცებით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და ამავე ქუჩაზე მცხოვრებ პირი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.