ძლიერმა შტორმმა ლუიზიანასა და ტეხასის შტატში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და 650 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday ავრცელებს.

ტროპიკულმა შტორმმა ასევე დაანგრია შენობები და დატბორა ქუჩები. ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.