თვითმფრინავი IL-18, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ციმბირში, დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლის არ არის, დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

თვითმფრინავში 32 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს და ადგილას რთული მეტეოროლოგიური პირობები დაფიქსირდა.