ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, განცხადებით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში ის მხარს ოპოზიციის საერთო კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს დაუჭერს. ასე ეხმიანება ის ნაციონალური მოძრაობის მიერ ვაშაძისთვის კონკურენტად ხატია დეკანოიძის დაყენებას.

"ისნის რაიონში ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო ფორმატმა დაასახელა საერთო კანდიდატი, ბატონი გიორგი ვაშაძე და ამ გადაწყვეტილების შეცვლა, მისი რევიზირება არ მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურას და ვადასტურებთ ყველასადმი უდიდეს პატივისცემას", — აცხადებს ნათელაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, ისნის ოლქში მაჟორიტარობისთვის ვაშაძის წინააღმდეგ ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.

გაიგეთ მეტი: