თუ მენტალურად ძლიერი ბავშვის აღზრდა გსურთ, ეს 10 შეცდომა არ უნდა დაუშვათ
მენტალური "კუნთების" განვითარება ყველა ბავშვს შეუძლია. ამისთვის, უბრალოდ, საჭიროა, რომ მათ თავიანთი გონების გავარჯიშება ვასწავლოთ.
შვილის აღზრდის დღეისთვის მიღებული ბევრი მეთოდი და ჩვევა ბავშვებს მენტალურ ძალას ართმევს. ამ ჩვევების განუხორციელებლობა მენტალურ ძალას მშობლებს წაართმევს, თუმცა ამით ბავშვებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ძლიერები და კარგები გაიზარდონ.
თუ გსურთ, მენტალურად ძლიერი შვილი გაზარდოთ და ის ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევებისთვის მოამზადოთ, მაშინ გირჩევთ, ეს 10 რამ არასდროს გააკეთოთ:
1. მსხვერპლად წარმოჩენის ხელშეწყობა
მათემატიკის საკონტროლოს ცუდად დაწერა ან ფეხბურთის გუნდიდან გამოგდება ბავშვს მსხვერპლად არ აქცევს. იმედგაცრუება და წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია.
განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უსამართლო ან მძიმეა მდგომარეობა, თქვენი შვილის შეცოდებას ნუ დაიწყებთ. ასწავლეთ მას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიურად ფიქრი და მოქმედება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი შეიბრალოს.
2. დანაშაულის გრძნობის გამო დათმობაზე წასვლა
უარის შემდეგ უკან დახევა ან დათმობა იმის გამო, რომ თქვენი შვილი ტირის, ბავშვისთვის ძალიან არაჯანსაღი მესიჯია და იმას ეუბნება, რომ მას უფლებას მისცემთ, თქვენ გაგრძნობინოთ თავი დამნაშავედ. ბავშვი იმასაც სწავლობს, რომ თქვენს ემოციებზე თამაშით თქვენი მანიპულირება შეუძლია.
დათმობაზე წასვლა ან მის ნაცვლად მისი საქმეების შესრულება ახლა ცხოვრებას შეიძლება უფრო ამარტივებდეს, მაგრამ ეს "მოკლე გზები" საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგს მოგცემთ. შეაჩვიეთ ბავშვი "კენწეროში გატკბილების" იდეას და აჩვენეთ მას, რომ საკუთარ აზრზე დასარჩენად საკმარისად ძლიერი ხართ. ამგვარად ის ისწავლის, რომ ხანგრძლივი მიზნების მიღწევა დამოუკიდებლად შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე გზა ბევრად უფრო მაცდურია.
დამნაშავედ თავს, ადრე თუ გვიან, ყველა კარგი მშობელი გრძნობს ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამ გრძნობამ შვილის სწორად აღზრდის შეფასებაზე არ იმოქმედოს. მტკიცედ იდექით თქვენს გადაწყვეტილებებში, თუნდაც ზოგჯერ ამის გამო თქვენს სინდისთან გიწევდეთ ბრძოლა.
3. ბავშვის სამყაროს ცენტრად ქცევა
მართალია, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შვილები თქვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი იყოს, მაგრამ მათი სამყაროს ცენტრად ქცევა ბავშვს ქედმაღლობასა და მედიდურობას ასწავლის. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები, როგორც წესი, მდიდარი და სრულფასოვანი ცხოვრებით ვერ ცხოვრობენ.
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა — ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სამყაროში. ამგვარად ისინი საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და გარშემომყოფებისთვის სწორი მოლოდინების შექმნას შეძლებენ.
4. ბავშვისთვის შეცდომის დაშვებაში ხელის შეშლა
ხშირად ძალიან მაცდურია ის აზრი, რომ შვილი გულისტკენისა და სხვა სირთულეებისგან დაიცვათ, მაგრამ გასაჭირი და სიძნელეები ცხოვრების ნაწილია. ყველაფრის ფასად შვილის დაცვა ბევრ თავისტკივილს კი აგარიდებთ, თუმცა თქვენი შვილი ისე გაიზრდება, რომ საკუთარი თავი სუსტი და მოწყვლადი ეგონება. სიმამაცისა და გამბედაობის შესაძენად შიშებთან დაპირისპირება და მათი დაძლევა უნდა წაახალისოთ — ბავშვმა თვითონ უნდა გამოსცადოს ისეთი არაკომფორტული გრძნობები, როგორებიცაა სევდა, შფოთვა და სირცხვილი.
აჩვენეთ ბავშვს მიმართულება და გაუკვალეთ გზა, მაგრამ ზედმეტ მფარველობას ნუ გამოიჩენთ— მიეცით უფლება, გარეთ გავიდეს, თვითონ გამოსცადოს სამყარო და ზოგჯერ შეცდომებიც დაუშვას, რათა გაიაზროს, რომ შეუძლია ცხოვრების სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება. ასწავლეთ ბავშვს, რომ შეცდომები და მათი ბუნებრივი შედეგები ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლებია, რომელთა მეშვეობითაც ის უფრო ჭკვიანი, ძლიერი და თავდაჯერებული გახდება.
5. ბავშვისთვის თქვენდამი ძალაუფლების მიცემა
ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა, მაგალითად, "ჩვეულებრივი წყალი გინდა თუ ყინულიანი?", ბავშვების შესაძლებლობებს აფართოებს. მაგრამ ბავშვს თუ სხვა ქალაქსა თუ ბინაში გადასვლაზე მოკითხავთ აზრს, ეს მას ზედმეტად დიდ ძალაუფლებას მისცემს. შვილს თუ ისე მოექცევით, თითქოს ის თქვენზე უფროსი იყოს, ეს მის განვითარებას ხელს შეუშლის.
აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ მის აზრს აფასებთ, მაგრამ ოჯახური იერარქიაც გაააზრებინეთ — ეს მას ისეთი დავალებების შესრულებას ასწავლის, რასაც, ჩვეულებრივ, თამაში ურჩევნია.
6. სრულყოფილების მოლოდინი
ბავშვებს თქვენი მოლოდინების გამართლება იქამდე ენდომებათ, სანამ ეს მოლოდინები გონივრულობის ფარგლებში ჯდება. სრულყოფილებას თუ ელით, მაშინ ბავშვი გადაწყვეტს, რომ ცდასაც კი არ აქვს აზრი.
გააგებინეთ ბავშვს, რომ აუცილებელი არაა, ყველაფერში საუკეთესო იყოს. მთავარია, შვილს იმაში დაეხმაროთ, რომ დღეს უფრო კარგი იყოს, ვიდრე გუშინ.
7. ბავშვისთვის მოვალეობის თავიდან არიდება
უამრავი კვლევა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახლის ყოველდღიურ საქმეებში ბავშვების ჩართულობა. მიუხედავად ამისა, სახლის საქმეებში ბავშვების მხოლოდ 28 პროცენტი მონაწილეობს ხოლმე.
თუ გსურთ, ბავშვი პასუხისმგებელ ადამიანად გაზარდოთ, მას მოვალეობები უნდა დააკისროთ. ზოგჯერ ბავშვს დაავალეთ, რომ თვითონ გარეცხოს საკუთარი ჭურჭელი, დაალაგოს თავისი ოთახი, შეასრულოს სახლის სხვა ყოველდღიური საქმეები და იზრუნოს თავის ნივთებზე.
8. ბავშვის გრძნობებზე პასუხისგება
ბავშვის გამხნევება, როცა ის დანაღვლიანებულია; მისი გართობა, როცა ის მოწყენილია, ან მისი დამშვიდება, როცა გაბრაზებულია — ეს ნიშნავს, რომ ბავშვის გრძნობებზე პასუხისმგებლობას თქვენ იღებთ.
თქვენს შვილს თავის განწყობასთან დამოუკიდებლად გამკლავება უნდა ასწავლოთ. ამგვარად ისინი დამოუკიდებელ ადამიანებად გაიზრდებიან, რომლებსაც საკუთარი ემოციების სამართავად სხვათა დახმარება არ სჭირდებათ.
9. დისციპლინისა და სასჯელის ერთმანეთში არევა
სასჯელი ტანჯვის მისაყენებლადაა საჭირო, მაგრამ, აი, დისციპლინა ბავშვს უკეთ მოქცევას ასწავლის.
ისეთ ბავშვს ნუ გაზრდით, რომელსაც "შარში გახვევის" ეშინია. მის ქმედებებს ისეთი შედეგებით შეხვდით, რომ ბავშვმა თვითდისციპლინა ისწავლოს და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას შეეცადოს.
10. ღირებულებების დავიწყება
რა გირჩევნიათ, მასწავლებელმა გითხრათ, რომ თქვენი შვილი კლასში ყველაზე ჭკვიანია თუ ყველაზე კეთილი? ხშირად მარტივია ყოველდღიურ ქაოსში ისე გახვევა, რომ დაგავიწყდეთ, ყველაზე მეტად რას აფასებთ.
დარწმუნდით, რომ თქვენი პრიორიტეტები თქვენს ღირებულებებს შეესაბამება. საკუთარი ღირებულებების ბავშვებისთვის თანდათანობით სწავლება მათ სწორად და კარგად ცხოვრების ძალას მისცემს.
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი მხოლოდ ბავშვის კი არა, საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავდეს და შვილისთვის სამაგალითო ადამიანები იყოთ. ოჯახში გამოიმუშავეთ და დანერგეთ ჯანსაღი ჩვევები, მაგალითად, ყურადღებიანობა და მადლიერება. ისეთი არაჯანსაღი ჩვევები კი, რომლებიც უკან გხევთ, აუცილებლად დაივიწყეთ და მოიშორეთ. საჭიროა, რომ ოჯახში ერთმანეთს უწყობდეთ ხელს გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები