პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიების ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე დაირიცხება, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ამ დრომდე პენსიები 14 რიცხვში ირიცხებოდა.

გახარიას განცხადებით, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას ბანკი უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ეს საჭიროა, რომ პანდემიის დროს ბანკებთან არ იყოს რიგები.

"საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით ლიბერთი ბანკის ფილიალებში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის საგანი იყო ყოველთვის. თუმცა, პანდემიის პირობებში ეს დიკსომფორტის გარდა არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ და ყველამ კარგად იცის, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში. [...]

არანაირი ტექნიკური შეფერხება ან პრობლემა არ იქნება ან ვერ ექნება. მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა უნდა დაეცეს, რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენცია, არამედ პირველი რიცხვიდან 14-მდე", — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.