პირველ ავღანელ ქალ რეჟისორს, საბა საჰარს საკუთარ მანქანაში ესროლეს
მსახიობსა და პირველ ავღანელ ქალ კინორეჟისორს, საბა საჰარს, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში ესროლეს.
44 წლის ხელოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, თავდაპირველად, გაურკვეველი იყო, რა სახის ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მას.
როგორც საჰარის ქმარი, ემალ ზაკი, აცხადებს, რეჟისორი სამშაბათს სამსახურში მიდიოდა, როცა სამმა მსროლელმა ცეცხლი გაუხსნა მის მანქანას, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ჯგუფს არ აუღია.
როგორც ზაკი აცხადებს, სროლა ქაბულის დასავლეთით მოხდა, მანქანაში კი ხუთი ადამიანი იმყოფებოდა — საჰარი, მისი დაცვის ორი წევრი, ბავშვი და მძღოლი. დაცვის ორივე წევრი ასევე დაიჭრა, მძღოლი და ბავშვი კი უვნებლად გადარჩნენ.
ზაკის თქმით, სროლის ხმა მან საჰარის სახლის დატოვებიდან ხუთ წუთში გაიგო, ტელეფონზე დარეკვისას კი მან უთხრა, რომ ესროლეს და მუცლის მიდამოში იყო დაჭრილი.
"დახმარება პირველად საბას აღმოვუჩინეთ, ჯერ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში წავედით", — ამბობს ზაკი.
მისი თქმით საჰარის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
საჰარი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია. თუმცა, ამავდროულად, იგი პოლიციის ოფიცერიცაა და ამჟამად ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მისი შექმნილი კინონამუშევრებიც, მეტწილად, სამართალსა და კორუფციას შეეხება.
მომხდარს გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International, რომლის განცხადებითაც ავღანეთში "საგანგაშოდ" გაიზარდა თავდასხმები კინორეჟისორებზე, პოლიტიკურ აქტივისტებსა და ადამიანის უფლებადამცველებზე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები