საქართველოს ჯანდაცვის ჯუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ტრენინგები უწყვეტ რეჟიმში იმართება. ყოველწლიურად ჯამში თანამშრომლები 180,000 სასწავლო საათს გადიან. ტრენინგების მონაწილეთა უმეტესობას ექიმები, მედდები და ფარმაცევტები წარმოადგენენ.

ჩატარებული ტრენინგების რეკორდული რიცხვი 2020 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. ახალი COVID 19-ის ვირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, ჯგუფის მასშტაბით ინდივიდუალურად 5000-ზე მეტმა თანამშრომელმა COVID-19 მართვასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამები გაიარა. ტრენინგების დამსწრეთა რაოდენობამ, სხვადასხვა მოდულში, როტაციული პრინციპით ჯამში 24,166 მონაწილე (კაც/ტრენინგი) შეადგინა. ევექსი ჰოსპიტლების, ევექსი კლინიკების, გეფას, იმედი L-ისა და მეგალაბის თანამშრომელმა COVID 19-ის მართვასთან დაკავშირებული 30-მდე პროტოკოლი შეისწავლეს. აღნიშნული ტრენინგები უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად მიმდინარეობს და მასში როგორც სამედიცინო ისე არასამედიცინო პერსონალია ჩართული.

უწყვეტი სამედიცინო განათლების კომპონენტში, რომელიც თანამშრომლების გადამზადებას ისახავს მიზნად, ყოველ წელს 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 30-ზე მეტი ექიმი, ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში გადის კლინიკურ გადამზადებას. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და ის 16 000 თანამშრომელს აერთიანებს.