დღეს ჩვენ რეცენზიების სამყაროში ვცხოვრობთ. ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ეს შეფასებები ხშირად გვეხმარება იმის გადაწყვეტაში, შევიძინოთ თუ არა რაიმე ინტერნეტში.

მიუხედავად ამისა, როცა Amazon-ის ფილმების შეფასებებზე მიდგება საქმე, ეს საერთოდ სხვა სამყაროა. აქ საუკეთესო ფილმებიც კი ხშირად 1-ვარსკვლავიანი რეიტინგით გვხვდება. საბედნიეროდ, ტვიტერის გვერდმა Amazon Movie Reviews გულწრფელობის ამ სასაცილო გამოვლინებებს ერთად მოუყარა თავი — აბა, პოპკორნი მოიმარჯვეთ და ცნობილი ფილმების ამ 20 აბსურდულ შეფასებას გადაავლეთ თვალი:

1. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV

შეფასება: ★☆☆☆☆

"საშინელებაა, გეგონება 70-იანებში გადაიღესო".

ფოტო: Lucasfilm

2. ტიტანიკი

შეფასება: ★☆☆☆☆

"ეს ვერასდროს მოხდებოდა. ჰოო, აბა რაა, ამხელა გემი ჩაიძირა".

ფოტო: 20th Century Fox

3. მარტო სახლში 2

შეფასება: ★☆☆☆☆

"კრიმინალები კი არიან, მაგრამ არავინ იმსახურებს იმას, რომ თავში აგური ამდენჯერ ესროლონ".

ფოტო: 20th Century Fox

4. ნათება

შეფასება: ★☆☆☆☆

"ჯეკი მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან უხეშია".

ფოტო: Warner Bros.

5. შურისმაძიებლები: დასასრული

შეფასება: ★☆☆☆☆

"ყველა პერსონაჟს რაღაც გიჟური სუპერძალა ჰქონდა".

ფოტო: Marvel

6. მეფე ლომი

შეფასება: ★☆☆☆☆

"იმედი გამიცრუვდა. ცხოველები არც ლაპარაკობენ და არც მღერიან".

ფოტო: Walt Disney Pictures

7. გალაქტიკის მცველები

შეფასება: ★★☆☆☆

"ენოტი? ნწ, არააა".

ფოტო: Marvel

8. ბეიბი დრაივერი

შეფასება: ★☆☆☆☆

"ამ ფილმს 1 ვარსკვლავს იმიტომ ვუწერ, რომ 100%-ით შეცდომაში შემყვანი იყო. ველოდი, რომ მანქანას მაქსიმუმ 10 წლის ბავშვი გაატარებდა".

ფოტო: Sony Pictures

9. მოკალი ბილი 1

შეფასება: ★☆☆☆☆

"ეს, ალბათ, კლინტონ ტარანტინოს ყველაზე ცუდი ფილმია".

ფოტო: Giphy

10. ადამიანი-ობობა: დაბრუნება

შეფასება: ★☆☆☆☆

"ვერ ვიტან სუპერგმირებს. ბავშვებიც მეზიზღება".

ფოტო: Marvel

11. დანის პირზე მორბენალი

შეფასება: ★☆☆☆☆

"2019 წლის ლოს-ანჯელესში არ არის მფრინავი მანქანები, კლონირებული ხალხი, არც უცხოპლანეტური კოლონიები".

ფოტო: Warner Bros.

12. შიმშილის თამაშები

შეფასება: ★☆☆☆☆

"შიმშილი თამაში არ არის".

ფოტო: Lionsgate Films

13. მონობის 12 წელიწადი

შეფასება: ★☆☆☆☆

"არ მომეწონა, ხალხს როგორც ექცეოდნენ".

ფოტო: Summit Entertainment

14. სათამაშოების ისტორია

შეფასება: ★☆☆☆☆

"მართალია, დიდი სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ ყველა სათამაშო საყვარელი და უწყინარია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არაა".

15. დედპული

შეფასება: ★☆☆☆☆

"ჩემი 6 და 8 წლის შვილები წავიყვანე ამის სანახავად და მერე მთელი ღამე ეშინოდათ და ტიროდნენ. ახლა ჰგონიათ, რომ ძილში რკინის კაცი დაადგება და ხმალს ჩაარჭობს".

ფოტო: Marvel

16. სათამაშოების ისტორია

შეფასება: ★☆☆☆☆

"ამის გამო ოჯახი დამენგრა. მარტო იმის გაფიქრებაც კი შემაძრწუნებელია, რომ სათამაშოები ცოცხლდებიან, როცა მათ არ უყურებ. ყურებისას თმები ყალყზე მედგა, ნახვის მერე კი ჩემი შვილების ყველა სათამაშო დავწვი, რის გამოც თურმე უცბად 'ცუდი მამა' გავხდი და ცოლი დამშორდა, ბავშვებიც წაიყვანა. საშინელი ფილმია, ცხოვრება დამინგრია".

ფოტო: Walt Disney Pictures

17. კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი

შეფასება: ★☆☆☆☆

"ბეტმენი საერთოდ არ გამოჩენილა :(".

ფოტო: Marvel

18. ჯუნგლების წიგნი

შეფასება: ★☆☆☆☆

"თურმე ფილმია და არა — წიგნი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ".

ფოტო: Walt Disney Productions

19. ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით

შეფასება: ★☆☆☆☆

"ბენზოხერხით მხოლოდ 1 მკვლელობა მოხდა. არავითარი ხოცვა-ჟლეტა".

ფოტო: Bryanston Distributing Company

20. შეუსრულებელი მისია 5

შეფასება: ★☆☆☆☆

"ჩემი აზრით, საკმაოდ შესრულებადი მისია იყო".

ფოტო: Paramount Pictures

ბონუსი: სამეფო კარის თამაშები

შეფასება: ★☆☆☆☆

"აი, ამის ნახვა ვინმეს რატომ უნდა მოუნდეს? საშინელებაა. საერთოდ არ ასახავს იმ დროის ისტორიას".

ფოტო: Warner Bros. Television