ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრომა შეუფარდა. მანამდე პროკურატურამ მას, ბრალი — ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინა.

თერჯოლაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა 24 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.