ჩრდილოეთ ავღანეთში წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aljazeera ავრცელებს.

ჩრდილოეთ პროვინციის, ფარვანის სპიკერის თქმით, პირველადი მონაცემებით, სულ მცირე 66 ადამიანია დაღუპული და 90 მძიმედ დაშავებული. მანვე აღნიშნა, რომ მონაცემები, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფი დანგრეულ სახლებში ეძებენ ადამიანებს. პროვინციის კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, კი კლინიკაში 35 გარდაცვლილი და 76 დაშავებული მიიყვანეს. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

წყალდიდობამ, ასევე, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში მაგისტრალები დაბლოკა. სტიქიის მართვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ადამიანების გადარჩენისა, მაგისტრალების აღდგენით სამუშაოებზეც ზრუნავენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებული პროვინციების დასახმარებლად სხვა პროვინციებს თხოვნით მიმართა, რათა ისინი საჭირო რესურსით დაეხმარონ.

სტიქიის მართვის მინისტრის, აჰმად ტამემ აზიმის თქმით, სამშაბათს მომხდარი სტიქიის შესახებ სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ავღანეთში ზაფხულის პერიოდშია ხშირია ძლიერი წვიმები, რასაც წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვება, ხოლმე.