19-22 დეკემბრის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვებია დაწესებული. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

19 დეკემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის (15 948), ყაზბეგის (2 756) და თიანეთის (6 291) რაიონში ყველა აბონენტს შეუწყდება, მცხეთაში კი 4 009-ს (მუხრანი, ძილისი და ქსოვრისი). გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესებულია 11:00-დან 14:00 საათამდე ბათუმში1 448 აბონენტისთვის (ლერმონტოვის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები), ჩოხატაურის რაიონის 1 165 აბონენტისთვის (სოფლები: საჭამიარისი, ჩომეთი, ზემო ხეთი და ბურნათი), 647 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში. 13:00-დან 15:00 საათამდე კი 248 აბონენტს ზუგდიდის გარეუბანში, 12:00-დან 14:00 საათამდე, 6 656 აბონენტს დმანისის რაიონულ ცენტრსა და მიმდებარე სოფლებში.

20 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ქობულეთის გარეუბანში 628 აბონენტს არ ექნება ელექტროენერგია; 11:00-დან 12:00 საათამდე - 281 აბონენტს ბათუმში (ხახულის ქუჩა და ურეხის ქუჩის ნაწილი) და 11:00-დან 13:00 საათამდე განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი; 11:00-დან 16:00 საათამდე 3 652 აბონენტს შეუწყდება ელექტროენერგია მარნეულის რაიონის სოფლებში ყულარი, კირიხლო, თაზაქენდი, ლეჩბადინი, ზემო და ქვედა სალარი, ალგეთი და მიმდებარე სოფლები, 4 900 აბონენტს კი გარდაბნის ნაწილში. შეზღუდვები იქნება 11:00-დან 17:00 საათამდე 799 აბონენტისთვის დუშეთის რაიონის სოფლებში ჩარგალი, თვალივი, შუაფხო და ბარისახო;

21 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე 1 340 აბონენტს ლანჩხუთის რაიონის სოფლებში (შრომისუბანი, ჩოჩხათი და ღრმაღელე) შეუწყდებათ ელექტროენერგიის მიწოდება, 4 992 აბონენტს კი ბათუმში (ურეხი, ინჯალო, ციხე და ხახულის ქუჩა);

22 დეკემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე მხოლოდ1 803 აბონენტს შეეხება შეზღუდვა ბათუმში (აღმაშენებლის, ტაბიძის და რურუას ქუჩებზე).