გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთი ნაწილი ჩამოიშალა და გადაუდებელი რეაბილიტაციაა საჭირო. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადასტურებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიური დეგრადირების პირობებში ქვათა ცვენა, შესაძლოა, გარკვეულწილად საფრთხისშემცველი გახდეს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სააგენტოში აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარების თანხმობის თაობაზე შესყიდვების სააგენტოს მიმართეს.