ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შესახებ საგანგებო შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტარები განიხილავენ, თუ რა ქმედებით შეეძლება ევროკავშირს, ხელი შეუწყოს ბელარუსში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას.

ევროპარლამენტის განცხადებით, ბელარუსში ჩატარებული არაკანონიერი არჩევნების შემდეგ მისი ლეგიტიმაცია გაურკვეველია და აცხადებდნენ, რომ "ის არ მოდის საბაზისო დემოკრატიულ სტანდარტებთან თანხვედრაში". ევროპარლამენტარების შეხვედრაზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბელარუსში დემოკრატიული რევოლუცია მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავიდ მაკალისტერმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსში არჩევნები თავიდან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობით უნდა ჩატარდეს. ცნობილია, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, ტიხანოვსკაია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.