რატომ შეუძლიათ ადამიანებს ბრძანების შესრულებისას სასტიკად მოქცევა — კვლევა
1960-იან წლებში იელის უნივერსიტეტის მეცნიერმა სტენლი მილგრემმა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, აუტანელი ელექტრული შოკი გამოიყენონ უცოდველ პირებზე, თუკი მათ ზემდგომი ავტორიტეტული ფიგურა უბრძანებს ასე.
ნახევარ საუკუნეზე მეტის შემდეგ მკვლევრებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს, ზემდგომი პირებისგან ბრძანების მიღება როგორ ცვლის ჩვენი ტვინის აქტივობას და, შესაბამისად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მორალურ პრინციპებს გადავაბიჯოთ და სხვებს დანაშაულის გრძნობის გარეშე მივაყენოთ ტკივილი.
კვლევის ჩასატარებლად მკვლევრებმა მოხალისეთა 20 წყვილი მოიწვიეს, რომელთაგან თითოეულშიც ერთს "აგენტის" როლი ერგო, მეორეს კი — "მსხვერპლის". აგენტები მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში (MRI) მოათავსეს, რათა მათი ტვინის აქტივობას დაკვირვებოდნენ, სანამ ისინი ექსპერიმენტისას წყვეტდნენ, გაეტარებინათ თუ არა მსხვერპლის სხეულში უკიდურესად მტკივნეული ელექტრული შოკი მცირე ფულადი ჯილდოს საფასურად.
ზოგჯერ აგენტებს შეეძლოთ, თვითონ გადაეწყვიტათ შოკის გატარება-არგატარების საკითხი, სხვა დროს კი კვლევის ავტორები მათ ამ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას ართმევდნენ და ზედამხედველი ელექტრული შოკის გატარების ბრძანებას იძლეოდა.
შედეგებმა — რომლებიც ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნდა — აჩვენა, რომ ტვინის ის ნაწილები, რომლებიც თანაგრძნობისა და დანაშაულის შეგრძნების საშუალებას გვაძლევს, უფრო შემცირებულ აქტივობას ანახებდა, როდესაც აგენტებს შოკის გატარებას უბრძანებდნენ. ამის შედეგად, აგენტებს ნაკლებად შეეძლოთ იმ ტკივილის წარმოდგენა, რომელსაც მსხვერპლი განიცდიდა, როდესაც ბრძანების გამო მათ სხეულში ელექტრულ შოკს ატარებდნენ.
"ჩვენ შეგვიძლია თანაგრძნობის გაზომვა ტვინში, რადგან ვხედავთ, რომ ის რეგიონები, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარი ტკივილის შეგრძნებაშია ჩართული, მათ შორის დიდი ტვინის "კუნძულის" ნაწილი და როსტრალური სარტყლისებური ქერქი, სხვათა ტკივილის დანახვისას აქტიურდება", — თქვა კვლევის ავტორმა ვალერია გაზოლამ.
როდესაც აგენტებს მსხვერპლისთვის ელექტრული შოკის გატარებას უბრძანებდნენ, თანაგრძნობასთან დაკავშირებული თავის ტვინის ეს რეგიონები უფრო ნაკლებად აქტიური იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც აგენტები თავისუფლად მოქმედებდნენ. გარდა ამისა, დანაშაულის შეგრძნებასთან დაკავშირებული ნეირონული სიგნატურებიც უფრო შემცირებული იყო, როდესაც აგენტებს მსხვერპლისთვის შოკის გატარებას უბრძანებდნენ.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ აგენტები თავისუფლად მოქმედებისას, ჩვეულებრივ, მსხვერპლის სხეულში მტკივნეულ ელექტრულ შოკს უფრო ნაკლებად ატარებდნენ, ვიდრე მაშინ, როცა ამის ბრძანებას იღებდნენ. თუმცა, აქვე აღსანიშნავია საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩენა: აგენტებმა ბრძანების შედეგად გატარებული შოკები უფრო ნაკლებად მტკივნეულ შოკებად შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ უთხრეს, რომ შოკის სიძლიერი ყოველთვის თანაბარი იქნებოდა.
საბოლოოდ, მკვლევრები ამბობენ, რომ ტვინის აქტიურობის ეს ცვლილებები ხსნის, როგორ "ამცირებს ბრძანების მორჩილება სხვებისთვის ტკივილის მიყენებისადმი ჩვენს ანტიპათიას", შესაბამისად, "იძულებით სიტუაციებში მორალური გადაცდომების შესრულებისადმი ადამიანთა მზაობა იცვლება".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები