ბადრი ჯაფარიძე: ახალი სისტემა არჩევნების გაყალბების რისკებს შეამცირებს
პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, ხოლო პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ განიხილავს და თვლის, რომ ქართულმა ოცნებამ მოსახლეობის ნდობა დაკარგა.
"ახალი სისტემის შექმნა საშუალებას მოგვცემს, რადიკალურად შევამციროთ გაყალბების საშიშროება, ეს არის მთავარი. ის, რომ ამდენი პარტია შეთანხმდა, ერთობლივად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის ხმის დაცვაზე, არის ძალიან პოზიტიური მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება და თითოეული ნაბიჯი, რომელიც დავგეგმეთ, მოემსახურება იმას, რომ თითოეული ხმა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მივცეთ მმართველ ძალას ხმების მოპარვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ამ ძალამ ყველა მორალური რესურსი ამოწურა, პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა დაკარგა, აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებასთან კოალიცია არ განიხილება!
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, თუ რა ტიპის შეთანხმება შეიძლება გაკეთდეს. სექტემბერში შევჯერდებით ტექსტზე.
მთავარია, ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, სწრაფად ჩამოყალიბდეს ეფექტური კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას", — განაცხადა ჯაფარიძემ.
დღეს 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. ოპოზიციურ პარტიებს შორის იყო ლელო საქართველოსთვის.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები