იაპონური და ციმბირული მფრინავი ციყვები, ალბათ, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველები არიან. ეს პაწაწუნა მფრინავი ძუძუმწოვრები იაპონიასა და ევროპაში არიან, დაწყებული ბალტიის ზღვით და დამთავრებული წყნარი ოკეანის სანაპიროთი. ისინი ე.წ. ძველი სამყაროს მფრინავი ციყვების კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათ ზამთრის ძილი არ ახასიათებთ, თუმცა ზამთარში ზოგჯერ გადაბმულად რამდენიმე დღე სძინავთ ხოლმე.

მფრინავი ციყვები, სინამდვილეში, არ დაფრინავენ: ისინი წინა და უკანა ფეხებს შორის გამობმული ფუმფულა მემბრანისა თუ საფრენი აპკის მეშვეობით ჰაერზე "დასრიალებენ". ამ მემბრანის გამოყენებით მათ 100 მეტრის სიმაღლიდანაც კი შეუძლიათ დაშვება, ხან მტაცებლისგან გასაქცევად, ხანაც კი სხვა ხეზე "გადასაფრენად"!

ფოტო: Pop Shiretoko

მდედრი ციმბირული მფრინავი ციყვი სულ რაღაც 150 გრამს იწონის, მამრები კი საშუალოდ კიდევ უფრო პატარები არიან. ისინი დიდწილად ღამის ცხოველები არიან და მათი დიდრონი თვალები გამორჩეულად შავია. ციმბირულ მფრინავ ციყვებს ძველ ტყეებში უყვართ დაბინავება, წიწვოვანი და ფოთოლმცვენი ხეების გარემოცვაში, სადაც კვერნებთან, ბუებსა და გარეულ კატებთან უწევთ გამკლავება.

ფოტო: Pop Shiretoko

ფოტო: Pop Shiretoko

იაპონური ჯუჯა მფრინავი ციყვები ევროპელ თანამოძმეებზე სულ ოდნავ უფრო დიდები არიან. მათ ერთ ხეზე უყვართ ხოლმე შექუჩება, სადილად კი მცენარეთა თესლებს, ნაყოფს, ხის ფოთლებს, კვირტებსა და ქერქს შეექცევიან. ჭამისას იაპონური ჯუჯა მფრინავი ციყვი "ჩამოკიდებულ პოზას" იღებს: ის წინა თათუკებით ექაჩება ტოტს პირისკენ, თუკი ტოტი საკმარისად მყარია მისი წონის გასაძლებად, შემდეგ კი მისი ბოლოდან იღებს საკვებს.

ახლა დროა, ამ საყვარელი პაწუა მღრღნელების კიდევ რამდენიმე ფოტოს შევავლოთ თვალი:

ფოტო: Masatsugu Ohashi

ფოტო: Masatsugu Ohashi

ფოტო: Pop Shiretoko

ფოტო: Pop Shiretoko

ფოტო: Masa Nakamura

ფოტო: Pop Shiretoko

ფოტო: Masatsugu Ohashi

ფოტო: Masatsugu Ohashi