აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯერ უარყო, ახლა კი დაადასტურა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლაშა საყანიამ ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. აფხაზური მედია აფსადგილ-ინფოში გამოქვეყნებულ კომენტარში საყანია ამბობს, რომ აგვისტოს დასაწყისში მას თავისი ძველი მეგობრები დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციიდან, რათა ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის დავით თარხან-მოურავისგან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადაეცათ.
"შესაბამისად, მეგობრებმა მომმართეს თხოვნით ორგანიზება გამეწია მათი ჩამოსვლისთვის და ხატების გადაცემისთის, რაც გავაკეთეთ. ამით, დასრულდა მისია. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირ მოლაპარაკებებს არც ჩემთან და არც ალექსანდრ აგრბასთან, რომელსაც თან წამოყოლა ვთხოვე, ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა ჰუმანიტარული აქცია", — აცხადებს საყანია აფხაზურ მედიასთან იტერვიუში.
მისივე თქმით, მათ, როგორც მორწმუნე ხალხს, გულწრფელად სჯერათ, რომ ხატის ჩუქება ღვთიური და კარგი საქმეა. საყანიას განცხადებით, მან, შეხვედრის შესახებ, შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში, არც გალის რაიონის ადმინისტრაცია და, არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მიცემოდა.
პატრიოტთა ალაიანსის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ არუაამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები ასლან ბჟანიას დამხმარე, ლაშა საყანიამ მიიღო.
პარტიაში 20 აგვისტოს On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, გავრცელებულ ინფორმაციას კი "არც უარყოფენ და არც ადასტურებენ". 21 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად On.ge ირმა ინაშვილს პირად მობილურზე დაუკავშირდა, ყურმილი მისმა თანაშემწემ აიღო და გვითხრა, რომ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
აფხაზეთის რეგიონი 27 თებერვლიდან, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები