თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან, ორს პატიმრობა, ხოლო არასრულწლოვანს გირაო, 2 000 ლარის ოდენობით, შეუფარდა. საუბარია 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში მოხდარ ინციდენტზე, რომელსაც გამოძიება დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფიზიკურ ძალადობად განიხილავს.

22 აგვისტოს, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, შსს-ს დაადგინა, რომ სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ კაცს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ორმა პირმა კი და იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს არასრულწლოვან შვილს.

უწყების განცხადებით, ძალადობის შედეგად მამა-შვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, მათ შორის სხივის ძვლის მოტეხილობა.

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.