თურქული მედიის ცნობით, შავი ზღვის გირსუნის პროვინციაში წყალდიდობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ჟანდარმია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოულუზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია წერს, რომ 11 დაკარგულად ითვლება. უწყების ინფორმაციით, 118 სოფლის გზა ჩაკეტილია.

გირსუნის პროვინციაში ძლიერად 22 აგვისტოდან წვიმს. სტიქიის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურაც.