შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, სახლში მყოფ ადამიანებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები და ფული გასტაცა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.