თურქული მედია Daily Sabah-ის ცნობით, საქარველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ნადირ სალიფოვი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 20 აგვისტოს მოხდა. გამოცემის მიხედვით, სალიფოვს თავში ოთხჯერ მისი დაცვის წევრმა მაშინ ესროლა, როცა ის ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. სალიფოვის საავადმყოფოში გადაყვანა მოხერხდა, მაგრამ მიყენებული ჭრილობებისგან ის, მალევე გარდაიცვალა.

მედია გამოცემის ინფორმაციით, დაცვის წევრის მიერ სალიფოვის მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქ ანტალიასა და დენიზლს შორის არსებულ პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს.

სალიფოვი, რომელიც აზერბაიჯანში სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თურქეთიდან 2018 წელს დეპორტაცია გაუკეთეს. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ის თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

მეტსახელად ''გული'', საქართველოში დაბადებული სალიფოვი მკვლელობაში ბრალდებული და ნასამართლევია. მას ქურდულ სამყაროსთან კავშირში დებდნენ ბრალს. 2020 წლის თებერვალში 17 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც სალიფოვის დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ რუსეთში.