ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელევიზიას ნამდვილად ოქროს ხანა აქვს. მას შემდეგ რაც მერილ სტრიპი სერიალში მონაწილეობას დათანხმდა, ჯულიანა მურსა და რობერტ დე ნიროს ერთად ვიხილავთ სატელევიზიო შოუში და ნიკოლ კიდმანი რიზ უიზენსპუნთან ერთად HBO-ზე გამოჩნდება, ახლა ჯერი ჯულია რობერტსზე მიდგა, რომელიც სულ მალე ახალი სერიალის ვარსკვლავი იქნება.

დღეს ყველაფერი შეიცვლება - ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც მარია სიმპლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნოველის ეკრანიზაცია იქნება.

ისტორია ელეონორ ფლუდის გარშემო ვითარდება, რომელმაც იცის მისი არეული ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთ დღეს გადაწყვეტს ყველაფერი შეცვალოს. ის უნდა გაუმკლავდეს შვილს რომელიც გამუდმებით ატყუებს, მოღალატე ქმარს რომელთან სექსიც ელეონორს სიამოვნებას აღარ ანიჭებს, კოლეგებს, რომელთაც მისი წარმატებების შურთ და ა.შ.

კრიტიკოსებმა წიგნი შეაფასეს, როგორც ყველაზე დრამატული, იუმორისტული, სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც გამუდმებით გაიძულებს მიჰყვე და ბოლომდე გადაეშვა საიდუმლოებებით, დრამითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიაში.

ჯერ ცნობილი არ არის თუ რომელ არხზე გავა სერიალი, თუმცა როგორც საპროდსიუსერო კომპანია Red Om ირწმუნება, შესაძლოა სერიალი HBO-ზე გავიდეს. თუმცა მანამდე პროექტმა სხვა მსახიობები და რეჟისორი უნდა მოძებნოს.