ცოტა ხნის წინ BuzzFeed-ზე გაკეთდა გამოკითხვა, თუ ვინ იყო სერიალების ყველა დროის ყველაზე უპრობლემო კაცი პერსონაჟი, რომელზეც დღემდე გიჟდებიან. ვერსიებად უამრავი სერიალის პერსონაჟი დასახელდა, ჩვენ კი მათგან 10-ს წარმოგიდგენთ:

1. ჯოელ ჰემონდი Santa Clarita Diet-იდან

ფოტო: Netflix

მეუღლის გასაბედნიერებლად რამდენი ადამიანია ამდენზე წამსვლელი? ჯოელი ცოლს მხარს მაშინაც უჭერდა, როცა ამა თუ იმ იდეის სისწორეში 100%-ით არ იყო დარწმუნებული.

2. ჯეკ პირსონი This is Us-იდან

შენიშვნა: ტექსტი შეიცავს სპოილერებს.

ფოტო: NBC

ჯეკმა მოახერხა, ძალიან კარგი უფროსი ძმა ყოფილიყო ნიკისთვის, როდესაც მათი მამა შვილებს სასტიკად ექცეოდა, შემდეგ კი მამის კვალდაკვალ წასვლის ნაცვლად შეუდარებელი მშობელი გახდა. თავისი შვილის ძაღლის გადასარჩენად ხანძარში შებრუნებითაც კი ჩანს, რამდენად ვერ იტანდა ის ძვირფასი ადამიანების ტკივილის დანახვას.

3. ჩიდი ანაგონიე The Good Place-იდან

ფოტო: NBC

ჩიდი იდეალური ვერ იყო, მაგრამ მას ძალიან სუფთა და კეთილი გული ჰქონდა.

4. სკოტი Teen Wolf-იდან

ფოტო: MTV

სკოტი (და სტაილსიც) ძალიან კეთილი, ერთგული და მზრუნველია. ის ძალიან თბილად ექცეოდა კირას და ნებისმიერ დროს იყო მზად, დაეცვა ის და მთელი ბიკონ-ჰილსი.

5. ანდრე ჰარისი Victorious-იდან

ფოტო: Nickelodeon

ანდრე ნებისმიერ საჭირო დროს გვერდში ედგა ტორის, მას ყველაფერში ეხმარებოდა და მხარს უჭერდა. სხვა ყველაფერთან ერთად, ძალიან ნიჭიერიც იყო.

6. მარშალი How I Met Your Mother-იდან

ფოტო: CBS

ის საუკეთესო ქმარი იყო ლილისთვის და მეგობრებსაც ყოველთვის გვერდში ედგა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად სულელურად იქცეოდნენ ისინი — დაწყებული ბარნის საოფისე ოინბაზობებით, დამთავრებული ტედის საფოსტო ყუთიდან ამოყვანით. გარდა ამისა, როცა საჭირო იყო, მას მეგობრების აზრზე მოყვანაც არ ეშლებოდა ხოლმე.

7. მაიკ ჩენგი Glee-დან

ფოტო: Fox

ყველას მიმართ კეთილგანწყობილი მაიკი, ალბათ, სერიალის ყველაზე გულისხმიერი პერსონაჟი იყო.

8. ბენ უორენი Grey's Anatomy-იდან

ფოტო: ABC

ბეილისადმი მისი სიყვარული ძალიან წმინდა და უპირობოა, შვილთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბენი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებს და ის სერიალების ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი პერსონაჟია.

9. ბენი Parks and Recreation-იდან

ბენს ლესლი ისეთი უყვარდა, როგორიც იყო, და მისი არ ეშინოდა. ბენი ასევე ძალიან კარგი მეგობარი იყო ყველა პერსონაჟისთვის და ის ცდილობდა, მათ ყველაფრით დახმარებოდა. ესეც რომ არა, მას გულწრფელად უნდოდა ხალხის დახმარება და საქმეს ძალიან კარგად ართმევდა თავს.

10. მაიკი Friends-იდან

ფოტო: NBC

მაიკი გულწრფელად საუბრობდა მომავლის გეგმებზე და მან ფიბის წყენინებას საკუთარი გულისტკენა არჩია. მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ფიბი ნამდვილად უყვარდა.