ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.

ეხო კავკავზას ინფორმაციით, ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სცნო დამნაშავედ. ამ დრომდე ხვიჩა მღებრიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მღებრიშვილმა ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. მათი მტკიცებით, ღამურების გაყიდვაში აშშ-ს ინტეტესია.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები აშშ-ის ინტერესების შესაბამისად ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში ღამურებს იჭერდნენ. ამ მიზეზებით დე ფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ღამურების დაჭერა და ე.წ. საზღვარზე გადატანა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ამიტომ გახელაშვილი დაპატიმრებულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და პროპაგანდისტული მოტივით ესხმიან თავს.