ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის ბრალის დამძიმებას უარყოფს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ადვოკატის, თქმით, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს.

"ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ ბრალის დამძიმების შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა", — ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამობოს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

"შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს", — ნათქვამია ირმა ჭკადუას განცხადებაში.