როგორი გვეგონებოდა ცხოველები, ჩონჩხის მიხედვით რომ გვიწევდეს მათი წარმოდგენა
დინოზავრს თუ წარმოიდგენთ, ალბათ, Jurassic Park-ში არსებული ტირანოზავრი რექსი გაგახსენდებათ მისი უზარმაზარი ყბით, არაპროპორციულად დიდი თავითა და პაწაწინა სასაცილო ხელებით.
ვინაიდან ცოცხალ დინოზავრს არავინ მოვსწრებივართ, მათი გამოსახვა დიდწილად განამარხებულ ჩონჩხებს ეფუძნება. მაგრამ მარტოოდენ განამარხებული ძვლებით გადაშენებული მხეცების წარმოდგენა რამდენად სანდო რამაა?
სტამბოლელმა ილუსტრატორმა და პალეოარტისტმა კ. მ. კოსმანმა ჩვენი პლანეტის თანამედროვე ცხოველების ძვლების მიხედვით მათი გამოსახულებები შექმნა ისე, თითქოს ის ისინი ნანახი არ ჰყავდა.
მიღებული შედეგები რეალობისგან საკმაოდ შორსაა და ზოგ შემთხვევაში შემაძრწუნებელიც კია:
ავიღოთ, მაგალითად, სპილოს გამოსახულება (ზედა მარცხენა). სპილოს თავის ქალას რომ გადაწყდომოდით, წარმოდგენა არ გექნებოდათ, რომ მას ორმეტრიანი ხორთუმი აქვს, და არც ის გეცოდინებოდათ, რომ ის ასეთი ბომბორა და ნაოჭიანია.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მარტოოდენ ჩონჩხით ცხოველის წარმოდგენისას გიწევს, გამოიცნო, ძვალს რბილი ქსოვილის რა რაოდენობა ეკრა გარს. ამ დროს უფრო უსაფრთხო და მარტივია რბილი ქსოვილის მცირე რაოდენობის წარმოდგენა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ამას უკიდურესად გამხდარ ცხოველებამდე მივყავართ, როგორიცაა, მაგალითად, კოსმანის დახატული პავიანი:
მარტივია იმის დანახვა, როგორ შეიძლება პალეოხელოვნების ამ ტროპებმა შეცვალოს ის, თუ როგორ გამოვსახავთ გადაშენებულ ცხოველებს. ეს წლების განმავლობაში მკვლევრების მიერ რეკონსტრუირებულ ველოცირაპტორებში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ათწლეულების განმავლობაში ცარცული პერიოდის ეს ქმნილებები მარდი და გაბრაზებული ხვლიკებივით წარმოგვედგინა, იურული პერიოდის პარკის სტილში. მიუხედავად ამისა, პალეონტოლოგებს ახლა სჯერათ, რომ ისინი, სინამდვილეში, ხმელეთის ფერადბუმბულებიანი მტაცებელი ფრინველებივით გამოიყურებოდნენ.
ცხოველის განსაკუთრებულად მცდარად წარმოდგენის ყველაზე სასაცილო მაგალითი მაშინ მივიღეთ, როდესაც 1600-იანების შუა წლებში თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე ბეწვიანი მარტორქის ჩონჩხი იპოვეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მე-17 საუკუნე იყო, ხალხს გამყინვარების პერიოდის ამ გადაშენებული გრძელრქიანი ცხოველის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდა. თუმცა, მათ სწამდათ ცალრქიანი ცხენების. ამიტომაც, როდესაც ჩონჩხმა პრუსიელი მეცნიერის, ოტო ფონ გოირიკეს, ყურადღება მიიპყრო, მან ჩონჩხის ერთი გრძელი რქა დაინახა და ჩათვალა, რომ ის ცალრქიანი ცხენი იყო. სამწუხაროდ, ვინაიდან ჩონჩხს ძვლების დიდი ნაწილი აკლდა, მისი სანახევრო, ცალრქიანიცხენისებრი რეკონსტრუქცია ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები