ქობულეთში Сovid-19 ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში, სასტუმროს მობინადრეები კი კარანტინში გადაიყვანეს.

"გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა ამ კონტაქტების PCR კვლევები, გვაქვს 1 დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, იმ სივრცეში მოხდა მობინადრეების კარანტინში გადაყვანა. სულ 18 პირი გადაიყვანეს კარანტინში, სამი კი თვითიზოლაციაში", — აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიაზრდა, ამის შესახებ ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 128 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 17.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6 903 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 232 პაციენტია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, 6 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 3 იმპორტირებული შემთხვევაა, 2 შემთხვევაზე კი ჯერ კიდევ გრძელდება ეპიდკვლევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: