მთავარი არხის ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი შსს-ში გამოკითხა. მთავარი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველების მთავარი კითხვები მობილურ ტელეფონს უკავშირდებოდა. შსს დაინტერესდა ვინ მიაწოდა და სად შეხვდა ჟურნალისტი ადამიანს, რომელმაც ეს ტელეფონი გადასცა.

ჟურნალისტმა მინიჭებული კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და წყაროს ვინაობა არ გაამხილა. საქმე ეხება მის მიერ მოპოვებულ ტელეფონს და მიმოწერას, რომელიც გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.

მთავარი არხი ამბობოს რომ ინფორმაცია, რომელიც სიუჟეტშია სანდო წყარომ მიაწოდა. საქმე ეხება ტელეფონს, რომელიც არაერთ მიმოწერას ინახავს, შქარაშვილის მკვლელობის საქმეზე. ტელეფონი გური ამირხანაშვილს გამომძიებლებმა მისცეს და ამირხანაშვილს ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა.