ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შემდეგ სტიქია მძვინვარებს — წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები, დაზიანდა სამი ხიდი. მუნიციპალიტეტის გავრცელებული ინფორმაციით, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

მათივე თქმით, ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა ამ დრომდე გრძელდება.