ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის — კოალიცია მოუწოდებს კომისიას, მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი შესრულოს
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიას წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კოალიციაში აცხადებენ, რომ გაეცნენ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პროექტს "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" და მიაჩნიათ, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოქმნას და ახალი საფრთხე გახდეს პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. მათივე თქმით, შესაძლოა, ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას.
"2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებდით მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს შემდეგი გარემოებების გამო", — აცხადებენ კოალიციაში.
ერთ-ერთი ცვლილება ტერმინთა განმარტების ხარვეზია. განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ მედია ამ დადგენილების მიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში ეს განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში.
"მედიის ძირითადი/ფართო განმარტება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე, დაუშვებელია ონლაინ მედია მოექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გაშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და დაავიწროვოს სუბიექტთა წრე", — წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
კოალიციის სრული განცხადება შეგიძლია წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები