პარტია თავისუფალი დემოკრატებში თავმჯდომარის, შალვა შავგულიძისა და გამგეობის ორი წევრის, ნინო გოგუაძისა და ალექსანდრე ბარამიძის წასვლის შემდეგ, აცხადებენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გამგეობის გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას თვითონ შეასრულებს.

"ამ ეტაპისთვის ჯერ სია მზად არ არის. ვმუშაობთ საკითხზე გვეყოლება თუ არა მაჟორიტარები და სექტემბერში, ყრილობაზე მეტ დეტალს გავაცნობთ საზოგადოებას", —ამბობს ის.

კეკენაძე, ასევე, შალვა შავგულიძის განცხადებას გამოუხმაურა, რასაც შეურაცხმყოფელი უწოდა.

„მან ძალიან ცუდად, აუგად და დაუმსახურებელი ეპითეტებით შეამკო ჩემი გუნდის წევრები", -— განაცხადა კეკენაძე.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. შავგულიძის განცხადებით, ამის მიზეზი პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარებაა.