კომპანია აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე 30 აგვისტოს UFC-ის ოქტაგონზე ალექს კასერესს დაუპირისპირდება. თავდაპირველად ბრძოლა 9 აგვისტოს იყო დანიშნული, თუმცა გიგას მეტოქის ტრავმის გამო ორთაბრძოლის თარიღი შეიცვალა და ის ამერიკის დროით 29 აგვისტოს, საქართველოს დროით კი 30 აგვისტოს გაიმართება.

"მომზადება არცთუ ისე ადვილია, რადგან მთავარი მწვრთნელი ივლისის დასაწყისიდან წასულია საბრძოლო კუნძულზე, სადაც UFC-ის რამდენიმე შოუ გაიმართა. მე ვემზადები სხვა მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან და მაქსიმალურად მეხმარებიან ბრძოლისთვის მომზადებაში", — განაცხადა გიგამ.

ფოტო: აჭარაბეთი

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ-სკვერ-გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

"ზოგადად პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, თუმცა ამ ბრძოლაზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებ, თუნდაც ბრძოლის სანახაობით. მინდა მაყურებელს შევთავაზო კარგი შოუ, სანახაობრივი, სადაც იხილავენ ძალიან ტექნიკურ არსენალს და მიიღებენ დიდ სიამოვნებას", — დაამატა სპორტსმენმა.

სპორტის მოყვარულებს UFC-ისთვის თვალის დევნება და გიგას გულშემატკივრობა adjarasport.tv-ზე შეუძლიათ.

აჭარაბეთი გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს.